„ფორსაიტების საგაში“ შემავალი რომანები და ნოველები, რომლებიც ერთის შეხედვით დამოუკიდებელი ნაწარმოებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, წარმოადგენენ ერთი მთლიანი მონუმენტური ეპოპეის შემადგენელ ნაწილებს. ადამიანის ბუნების ფსიქოლოგიური გაანალიზება, ღრმა ლირიზმი, ჩინებულად მონახული სიუჟეტური ქარგა, მხატვრული განზოგადების უდიდესი ნიჭი, გმირების სულში ჩაწვდომის დახვეწილი ხელოვნება – აი, რით აღწევს გოლზუორთი უდიდეს ზემოქმედებას მკითხველზე.