წიგნში განხილულია. „ვეფხისტყაოსნის“ ძველი და საუკეთესო ხელნაწერები, აგრეთვე, ავტორის მიერ ჩვენი ქვეყნის (თბილისი, ლენინგრადი, ოდესა, ყირიმი, ზუგდიდი) თუ საზღვარგარეთის (ბუდაპეშტი) სიძველეთსაცავებში გამოვლენილი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის ახალი მასალები („ვეფხისტყაოსნის“ მეუნარგიასეული დაკარგული ფრანგული თარგმანის ფრაგმენტები, მიხაი ზიჩის უცნობი ნამუშევრები, სპარსეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის სიაუშის უცნობი ილუსტრაცია ,,შაჰ ნამესი“ და სხვ.).