წინამდებარე ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველში გადმოცემულია გენიალური პოეტის ზეპირსიტყვიერი ბიოგრაფია, მეორეში კი ხალხური ვეფხისტყაოსანია განხილული. პოემასთან ურთიერთობის თვალსაზრისით გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებილი დიდძალი საარქივო მასალა და ფოლკლორული ტექსტები. ავტორი ნათლად აჩვენებს იმ თვალსაჩინო გავლენას, რაც ქართულმა ხალხურმა შემოქმედებამ განიცადა „ვეფხისტყაოსნის“ მხრივ, ამავე დროს მითითებულია ხალხურ-პოეტურ წყაროებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის შექმნას.