წიგნში მიწა განხილულია, როგორც ბუნებრივი რესურსი, ქვეყნის სიმდიდრე და სახელმწიფოს საფუძველი, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება ესაჭიროება. ნაჩვენებია რომ მიწის ოპტიმალურ გამოყენებაზეა დამოკიდებული მოსახლეობის, როგორც სასურსათო უსაფრთხოება, ისე სიღარიბე და შიმშილი. წიგნში ასევე განხილულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში გატარებული აგრარული რეფორმის შედეგი ორი ათეული წლის გადასახედიდან.