,,ამ წიგნის რუსული ვერსია პირველად 1992 წელს გამოვიდა 100 000-იანი ტირაჟით და უმალ გაიბნა მაშინ ჯერ კიდევ ერთიან პოსტსაბჭოურ საინფორმაციო სივრცეში. მას მოჰყვა თარგმანი პოლონურ ენაზე და მისი ხალხმრავალი პრეზენტაცია ვარშავაში. მერე იყო მეორე შევსებული გამოცემა რუსულად და პუბლიკაცია ჟურნალში „ნასტოიაშჩეე ვრემია“ (რიგა). ტექსტი ითარგმნა უკრაინულად და ლატვიურადაც. მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული „ბერიას საქმე“ თითქმის 60 წლისაა, ჩვენ ძველებურად ცოტა რამ ვიცით ბოლშევიკური იმპერიის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეთქმულების შესახებ, რომელზეც საკუთარ ვერსიას გვთავაზობს სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ერთადერთი ვაჟი".