ნაშრომი მოიცავს ცნობებს მონღოლთა ტომებში მიმდინარე სოციალური პროცესების შესახებ, გვაროვნული წყობილების საფეხურიდან ფეოდალურ საზოგადოების ჩამოყალიბებამდე. ცალკეული თავები შეიცავს მონღოლთა ძველი ისტორიის ძირითადი წყაროების მიმოხილვას, მონღოლური ტომების მეურნეობისა და სოციალური წყობილების ისტორიას და მონღოლთა დაპყრობებს. საქართველოს დაპყრობის ისტორიას წიგნში შედარებით მეტი ადგილი უჭირავს.