,,გარემოს დაცვისადმი გაზრდილი ყურადღება განპირობებულია მათი განსაკუთრებული ადგილით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურობა ბევრად განსაზღვრავს კაცობრიობის ხვალინდელი დღის ბედს. ამ სფეროს მრავალ საკითხს შორის გამორჩეული ადგილი ეკუთვნის დანაშაულს – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ. ნაშრომი გამოადგება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკულ მუშაკებს და იურისპრუდენციით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს".