,,სახელმძღვანელოში, რომ იტყვიან, ორი კურდღლის დაჭერა ვცადეთ. გვინდოდა მკითხველს თვალნათლივ დაენახა ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა, რაც მან ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეასრულა და ბოლო საუკუნეში, კიდევ უფრო გამოკვეთილად ასრულებს. დაენახა ინფორმაციის დაცვის, ანალიზისა და იდენტიფიკაციის საჭიროება. გაეგო ტექნიკური განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეუცვლელი ადგილი ცივილიზაციათა ინფორმაციული მახასიათებლის - უმთავრეს მამოძრავებელ ფაქტორ-დვრიტად ქცევაში" – ალეკო ცინცაძე.