ნაშრომი ეხება ფილოსოფიის ისტორიის საწყისის პრობლემას. მისი გადაწყვეტა დამოკიდებულია იმ ისტორიული ვითარების გამოკვლევაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფაქტოლოგიური მასალის განლაგების ლოგიკური მეთოდის მიგნება. ამის განხორციელება პლატონისა და არისტოტელეს სახელს უკავშირდება; პლატონმა მოამზადა ფილოსოფიის ისტორიის ფაქტოლოგიური საფუძვლები, არისტოტელემ კი დალაგების ლოგიკური მეთოდი გამოიყენა და ამით ფილოსოფიის ისტორიის არქეტიპს ჩაუყარა საფუძველი.