წიგნში განხილულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე (ყვარლის რაიონი, სოფ. ახალსოფელი) 1969-1972 წწ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, მოცემულია ძეგლთა მეცნიერული კვალიფიკაცია ისტორიული განვითარების მიხედვით.