ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ამირანდარეჯანიანი

გამოცემის წელი1969
გამომცემლობამერანი
რედაქტორიილია აბულაძე

სარაინდო რომანი „ამირანდარეჯანიანი“ ძველი ქართული საერო მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი შექმნილია XII საუკუნეში. თხზულება წარმოადგენს ცალკეულ მოთხრობათა კრებულს, რომლებიც სიუჟეტურად გაერთიანებულია მთავარი გმირის – ამირან დარეჯანისძის თავგადასავლით. რომანის ძირითადი მოტივებია რაინდობა, ძმადნაფიცობა, მიჯნურობა. ნაწარმოების გმირები აღჭურვილი არიან არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალითა და ნებისყოფით. მათი სტიქიაა, შეუპოვარი ბრძოლა სიძნელეების გადასალახავად. ამასთანავე ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა თავი აარიდონ უაზრო სისხლისღვრას „ამირანდარეჯანიანის“ გმირების განუყრელი თვისებაა ჰუმანიზმი, გასაჭირში მყოფთა დახმარების დაუცხრომელი სურვილი.