ვახტანგ ხარჩილავას „სისხლიან ქრონიკებში“ ავტორი დოკუმენტურ საარქივო მასალაზე დაყრდნობით ცდილობს დახატოს 30-40-იანი წლების ობიექტური სურათი, გააანალიზოს, განაზოგადოს ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზები. ანტონ ანტონოვ-ოვსეენკოს ნაწარმოები ასევე 30-40-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორისა და შემსრულებლის ლავრენტი ბერიას ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხება. მკითხველი მასში საქართველოსთან დაკავშირებულ მრავალ ფაქტს გაეცნობა.