1974 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი სემინარი „საენათმეცნიერო საუბრები“. წინამდებარე კრებულში შევიდა აღნიშნულ სემინარზე სხვადასხვა დროს წაკითხულ მოხსენებათა ერთი ნაწილი, რომლებშიც განხილულია იბერიულ-კავკასიურ ენათა მორფოლოგიის ზოგი საკითხი.