ნაშრომში განხილულია ქართული ხალხური ლექსთწყობის უძველესი ფორმები. ნაჩვენებია ხალხური ლექსის მჭიდრო კავშირი სიმღერასა და შესრულების საფერხულო წესებთან. ცალკეა გაანალიზებული ლექსის ძირითადი კომპონენტები – რეფრენი, სტროფი, რითმა. დასაბუთებულია მახვილის მნიშვნელობა ქართული ხალხური ლექსის რიტმიკის ფორმირებაში. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრეთვე ანდაზებისა და შელოცვების რიტმული წყობის ანალიზს.