ციფრული ბიბლიოთეკა

პიესები

გამოცემის წელი1950
გამომცემლობასახელგამი
რედაქტორიშალვა რადიანი

,,გ. ერისთავმა განავითარა მხატვრული შემოქმედების ახალი ჟანრი - დრამატიული მწერლობა, რომელიც შემდეგში თვალსაჩინოდ გაიფურჩქნა, გაიზარდა. კომედიების წერა ჩვენში. შედარებით ახალი საქმე იყო. ამ კომედიების მნიშვნელობა ქართული დრამატურგიული ხელოვნების განვითარებაში განუზომელია. ეს კომედიები შეიქმნა ახლი ლიტერატურული მიმართულების - რეალიზმის დამწყები. რა თქმა უნდა, გ. ერისთავს ერთბაშად არ მიუგნია ამ გზისათვის, მას საკმაოდ ხანგრძლივი და სერიოზული ძიება დასჭირდა. პირველ ხანებში იგი ჯერ კიდევ ძალუმ ხარკს უხდიდა რომანტიზმს, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა უმთავრესად მის ადრინდელ პოეტურ შემოქმედებაში. გ. ერისთავმა თავისი კომედიებით განსაზღვრა ქართული დრამატურგიის განვითარება" – შალვა რადიანი.