წინამდებარე ნაშრომში ყოველმხრივაა შესწავლილი ქართული პოლიტიკური აზრის დამოკიდებულება ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი. ნაჩვენებია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამი საფეხური გაიარა: 1) საქართველოს ეროვნულ- ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა რუსეთის დემოკრატიულ - ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში; 2) ამიერკავკასიის ერთიანი დემოკრატიულ - ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს უფლებების განსაზღვრის მცდელობა; 3) საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადება. დასაბუთებულია, რომ 1917 – 1918 წლების ქართული პოლიტიკური აზროვნება დროის მოთხოვნებს უპასუხებდა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ამიერკავკასიის რეგიონის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას მაქსიმალურად ცდილობდა.