წინამდებარე ნაშრომი მოგვითხრობს ქუთაისის მშრომელთა მიერ მოპოვებული წარმატებების შესახებ. მასში გადმოცემულია საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუთაისის ზრდა-განვითარების ძირითადი მომენტები, ქალაქის ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვა; ნაჩვენებია, როგორ გადაიქცა ქუთაისი სოციალიზმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ეკონომიურად ჩამორჩენილი პატარა ქალაქიდან ჩვენი რესპუბლიკის ერთ-ერთ მსხვილ სამრეწველო და კულტურულ ცენტრად.