"სომხებს ძველად მდიდარი საისტორიო მწერლობა ჰქონდათ. ისტორიკოსთა სიმრავლის მხრითაცა და ცნობათა სიუხვითაც იგი
ყურადღების ღირსია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და სხვა მიზეზების წყალობით, სომეხთა ისტორიკოსები მარტო თავიანთ სამშობლოს ამბების მოთხრობით კი არ კმაყოფილდებოდენ, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და ერთა პოლიტიკური ისტორიაც აქვთ ხოლმე ნაამბობი, ხშირად ვრცლად და ქრონოლოგიური ცნობებით შემკული. ამიტომ სომხურ საისტორიო მწერლობაში სპარსეთის, ბიზანტიის, არაბთა, თურქთა და მონღოლთა ისევე როგორც საქრთველოს ისტორიის მკვლევარნი თავიანთთვის გამოსადეგ ბევრ ცნობებს იპოვიან. "