წიგნი წარმოადგენს ქართული ენის დიალექტებთან დაკავშირებული (1965 წლამდე გამოქვეყნებული) ლიტერატურის ბიბლიოგრაფიას. იგი მოიცავს როგორც გამოკვლევებს, ისე ტექსტებსა და ლექსიკონებს და ზოგიერთ ისეთ ნაშრომსაც რომელშიც სხვა საკითხების კვლევის დროს განხილულია ესა თუ ის დიალექტური მოვლენაც. წიგნში ადგილი პოვა ნაწილობრივ აგრეთვე ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული თუ სხვა მიზნით გამოცემულმა მასალებმაც, რომლებიც შეიძლება გამოადგეს დიალექტოლოგიაში მომუშავეს.