ნაშრომში გამოვლენილია კ. გამსახურდიას თხზულებათა ჟანრული სპეციფიკა, ნაჩვენებია მწერლის დამოკიდებულება მოქმედი გმირისადმი, საერთოდ ადამიანისადმი. ამ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გაშუქებისას გამოკვლეულია დროისა და სივრცის, როგორც ადამიანური ცხოვრებისა და მოღვაწეობის გამომხატველი ასპექტების, მნიშვნელობა, ფსიქოლოგიზმის ფუნქცია, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის არსი დაბოლოს, წიგნში გაანალიზებულია თხრობის სისტემა, შეფასებულია მთხრობლის სახის როლი მხატვრულ სტრუქტურაში, მონოლოგისა და დიალოგის ფუნქცია, მათი თავისებურებანი და სპეციფიკა.