ნაშრომში თავმოყრილია და გაანალიზებულია ავტორის მიერ ოცი წლის მანძილზე ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების ძირითადი შედეგები აჭარის ტრადიციულ ხელოსნობაზე. შესწავლილია ხალხური მეტალურგია და მჭედლობა, ცეცხლსასროლი იარაღების დამზადება, ხისა და ქვის დამუშავება, მეთუნეობა, ფეიქრობა, ხელოსნობასთან დაკავშირებული გადმოცემები და წეს-ჩვეულებები.