ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ერი და ეროვნული კულტურა

გამოცემის წელი1990
გამომცემლობამეცნიერება

,,წინამდებარე წიგნში ნაჩვენებია, რომ ერს, როგორც ადამიანთა ერთობას, მხოლოდ ის კი არ აკავშირებს, რომ იგი რაღაცით მეტ-ნაკლებად მსგავსი ადამიანებისაგან შედგება (რომელთაც მსგავსი ფიზიკური ტიპი აქვთ, მსგავსი კულტურული ჩვევები, ერთ ენაზე ლაპარაკობენ და სხვ.) არამედ ისიც, რომ მათ ერთობლივი მიზანი აქვთ (საკუთარი ტერიტორიის ფლობა, საკუთარი კულტურის შენება და შენახვა, საკუთარი სულიერი წყობის შესატყვისი გზების ძებნა კაცობრიობის მარად ღირებულებათა რეალიზაციისაკენ და ა. შ.). ამავე დროს ნაჩვენებია, რომ ეროვნული ცნობიერება – საზოგადოებრივი ცნობიერების ეს მაღალი ფორმა – განვითარების მხოლოდ მაღალ საფეხურზე ჩნდება (მანამდე მხოლოდ ტომობრივი, გვაროვნული, ან მხოლოდ რელიგიური არსებობს). იმისათვის, რომ ერს თავისი ერთობა ესმოდეს, იგი გონების თვალით უნდა ხედავდეს კაცობრიობას, როგორც ასეთს, და ესმოდეს, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი წევრია".