ნაშრომი მიზნად ისახავს დაადგინოს ვეფხისტყაოსნის დაბოლოება. ამ მიზნით მონოგრაფიულად არის შესწავლილი ინდო-ხატაელთა ამბავი, რომლის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობაა. ავტორის აზრით, ეს ამბავი არ არის ვეფხისტყაოსნის გაგრძელება. ის წარმოადგენს მის ორგანულ ნაწილს, ვეფხისტყაოსნის დაბოლოებას.