,,წიგნის სახელწოდება „რომანული ეპიზოდები" მომდინარეობს სასულიერო მწერლობაში შემთხვევით გაჩენილი მონაკვეთებიდან, რომელთა წარმოჩენაც აგიოგრაფის მიზანს არ წარმოადგენს. მწერალი მხოლოდ წმინდანის ღვაწლს აღწერს, რომლის დროსაც გვერდს ვერც ყოფით, ცხოვრებისეულ ფაქტორებს უვლის. ასე იჭრება სასულიერო მწერლობაში რომანული – ცხოვრებისეული, სატრფიალო – ეპიზოდები, ანუ შემთხვევით გაჟღერებული რეალური ამბავი. წიგნიც მხატვრულ ნაწარმოებში გამოჟონილ იმ საინტერესო ისტორიებს ეხება, რომლებიც დავიწყებას სწორედ ამ ნაწარმოების წყალობით არ მიეცა".