“ქრისტიანობის კვლევები” წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანობის ისტორიის მიმართულების და წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრის პერიოდულ გამოცემას. ჟურნალი ინტერდისციპლინურია და მასში განთავსებულია ქრისტიანობასთან მიმართებაში მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამოკვლეული სამეცნიერო პრობლემები.