ნარკვევებში, რომელთა ნაწილი წლების განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში ქვეყნდებოდა, საარქივო დოკუმენტური წყაროებისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობის საკითხები; წარმოჩენილია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების: სომხების, ებრაელების, გერმანელების და სხვ. ყოფა-ცხოვრება. ცალკე ადგილი ეთმობა ზოგიერთი რელიგიური სექტების საქმიანობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.