ნაშრომში ქართული ფეოდალური არისტოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის თეკლა ბატონიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია ასახული. ყურადღება გამახვილებულია ქართველი ფეოდალური ახალგაზრდობის აღზრდის საკითხებზე, თეკლასა და მისი შვილების პოლიტიკურ შეხედულებებზე, თეკლა ბაგრატიონის სამეურნეო საქმიანობაზე, მის ოჯახსა და ქალაქის მოსახლეობის ფართო ფენებს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე.