,,წინამდებარე ტერმინოლოგიაზე მუშაობა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სიტყვანის დადგენით დაიწყო. დეტალურად შესწავლილ იქნა გეოგრაფიულ ნაშრომთა ტერმინოლოგიური ლექსიკა და დაძებნილ იქნა რუსულ ტერმინთა ქართული ეკვივალენტები. უშუალო გეოგრაფიული ტერმინების გარდა, ლექსიკონში შევიდა მომიჯნავე დარგთა ის ტერმინებიც, რომელთაც მკითხველი შეხვდება თანამედროვე თუ ცოტა უფრო ძველს რუსულსა და ქართულ გეოგრაფიულ ლიტერატურაში" – გ. დონდუა.