წიგნი დაყოფილია შემდეგ თავებად: ქართლის საგარეო მდგომარეობა XVIII საუკ. ვახტანგ VI-ის და მისი ამალის სოლაღში ჩასვლა; ვახტანგ ამილახვრის პეტერბურგში გამგზავრება; ვახტანგ VI-ის ამალის ნუსხები და ლიტერატურული ცნობები; სულხან-საბა ორბელიანის რუსეთში გამგზავრება; ვახტანგ VI-ის პეტერბურგში გამგზავრება, მეფისა და მისი ამალისათვის სურსათ-სანოვაგისა და ბინების საკითხის მოგვარება; დ. გურამიშვილი სამშობლოში, მისი დატყვევება, გაქცევა და რუსეთში წასვლა; ქართული ჰუსართა პოლკის ჩამოყალიბება და ქართველების მიერ მამულების მიღება უკრაინაში; დ. გურამიშვილი ყირიმის ომში; ქართული ჰუსართა პოლკის ზრდა; ქართული ჰუსართა პოლკის ფორმა; დ. გურამიშვილი რუსეთ-შვეციის ომში; დ. გურამიშვილის პრაპორშჩიკის ჩინზე წარდგინება; დ. გურამიშვილი შვიდწლიან ომში; დ. გურამიშვილის განთავისუფლება სამხედრო სამსახურიდან.