წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგენს სანივთო სამართლის ცალკეული ინსტიტუტების კომპარატივისტულ კვლევას. ნაშრომში განხილულია, როგორც კლასიკური სანივთო ინსტიტუტები, ასევე მისი თანამედროვე სახესხვაობები. ნაშრომში განხილულია კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში შემავალი, ორ განსხვავებულ სამართლებრივ ოჯახში ასახული ცალკეულ სანივთო ინსტიტუტთა (უფლებათა) სამართლებრივი ბუნება, ასევე მოცემულია თითოეულ ამ ოჯახში შემავალი ცალკეული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული მაგალითები.