წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოგვიდგინოს ცნობები ვეფხისტყაოსნის ბეჭდვის ისტორიიდან მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეთა მანძილზე. ამ პერიოდში პოემა ჩვიდმეტჯერ გამოიცა. ნაშრომში განხილულია თითოეული მათგანის ტექსტოლოგიური საკითხები, დაზუსტებულია გამოცემათა თარიღები და ტირაჟი, მოცემულია ამ გამოცემათა პოლიგრაფიული აღწერილობანი და ნაჩვენებია რა საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა ამა თუ იმ გამოცემას.