წარმოდგენილი კვლევები მოიცავს ქართული მწერლობის ყველა პერიოდს; წარმოდგენილია ძველი, ახალი, უახლესი და მიმდინარე ქართული სალიტერატურო პროცესის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ კრებული ლიტერატურის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს და მრავალფეროვან პრობლემატიკას აერთიანებს, თითოეული ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი პრობლემის ინდივიდუალური აღქმით, განსხვავებული რაკურსით არის შეთავაზებული მკითხველისათვის, რაც წიგნის მთავარი მახასიათებელია და უწყვეტ მთლიანობად აღაქმევინებს ყოველ წერილს.