,,ჰაინრიხ ბრილახისა და მარტინ ბახის ზნეობრივი და სულიერი ჩამოყალიბების პროცესს მწერალი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, დანგრეულ-გაპარტახებული გერმანიის ფონზე გვიხატავს. მოზარდი ბიჭების ურთიერთობანი, ჭეშმარიტად ფასეული ზნეობრივი ღირებულებების ძიება, ტრავმირებული ახლო წარსული და უკეთესი მერმისის რწმენა - სწორედ ის სასიცოცხლო ძარღვია, ნაწარმოებში ასე ძალუმად რომ ფეთქავს და ჭეშმარიტი ადამიანობის იდეალებისაკენ მოგვიწოდებს".