წინამდებარე კრებულში დაბეჭდილი ნარკვევების მიზანია მკითხველს გააცნოს ტექსტოლოგიის ძირითადი პრობლემები, როგორიცაა: ტექსტის ნაბეჭდი და ხელნაწერი წყაროები, ძირითადი ტექსტის არჩევა-დადგენა, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხები, ეპისტოლარული ტექსტის გამოსაცემად მომზადება და სხვა. დღემდე ქართულ ენაზე ტექსტოლოგიური პრობლემატიკა არ ყოფილა სპეციალური განხილვის საგანი. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ამ პრობლემატიკის შესწავლის პირველ ცდას.