წინამდებარე წიგნი – „საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით“ – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის შედეგია. იგი მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილისა და თვითმხილველის თხზულებებს მოიცავს, რომელშიც განხილულია ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის ურთიერთობა. ასევე საუბარია ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრაზე.