თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწისა და მწერალ-მწიგნობრის, იოანე ბატონიშვილის „ხუმარსწავლაში“ მეტ-ნაკლები სისრულით წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების თითქმის ყველა დარგიდან. ორიგინალურ ცნობებს გვაწვდის ავტორი მშობლიური ქვეყნის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე.