წიგნში განხილულია XVII – XVIII სს. ქართული კულტურის რამდენიმე მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები. ეს მოღვაწენი თავიანთ მეთაურთან – ვახტანგ მეექვსესთან ერთად, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, გაბედულად დაადგნენ რუსეთ საქართველოს მეგობრობის განმტკიცების გზას და თავგამოდებით ცდილობდნენ ორი ერის ერთმანეთთან დაახლოებას. ამ მიზანს ემსახურებოდა მთელი მათი კულტურული საქმიანობა მეორე სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში (რუსეთში).