„დრო და მარადისობა“ ბაჩანა ბრეგვაძის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია. კრებული ფიქრისთვის, აზროვნებისთვის განაწყობს მკითხველს, ეს კი ყოვლად საშური და სარგო საქმეა ადამიანისთვის, მით უფრო საზოგადოებისთვის, რომელსაც უამრავ ეგზისტენციურ თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება უწევს. ამ ჭიდილში ინტელექტი, ფიქრი, შეუცვლელი იარაღია.