"ნაშრომში მონოგრაფიულადაა შესწავლილი თბილისში 1889-1902 წლებში გამომავალი ფრანგული ჟურნალი ""ლე კოკაზ ილიუსტრე"" და მისი რედაქტორ-გამომცემლის ჟიულ მურიეს მოღვაწეობა კავკასიის ხალხთა კულტურების ევროპაში პოპულარიზაციისათვის. უმთავრესი ყურადღება ეთმობა ფრანგულ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობის საკითხებს. წიგნი გამოადგებათ კავკასიოლოგებს, ფრანგულ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების მკვლევართ, ჟურნალისტებს, მთარგმნელებსა და თარგმანის თეორეტიკოსებს, ფოლკლორისტებს, თეატრის ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და ეთნოლოგებს."