წინამდებარე წიგნი „ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ დიდი ფრანგი დრამატურგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღგვიწერს. ავტორი მაღალმხატვრულად გვიხატავს ჭეშმარიტებისათვის, სამართლიანობისთვის, პიროვნებისა და აზროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი ხელოვანის მარცხსა თუ გამარჯვებას, მის დაპირისპირებას აბსოლუტიზმთან, დესპოტიზმთან, თვითმპყრობელობის პარპაშით დათრგუნვილი საზოგადოების გონებაშეზღუდულობასა და სულიერ დაკნინებასთან გვიჩვენებს რა შეუთავსებელია ჭეშმარიტი ხელოვნება და მმართველი ფენის შეუზღუდავი ბატონობა.