წიგნში შესულია ლიტერატურა რუსთაველის თეატრზე, მემუარები, პერიოდული პრესა და სხვადასხვა გამოცემები, რომლებიც შეიცავენ დოკუმენტურ მასალას ალ. ახმეტელზე, გამოქვეყნებული მასალები – ოჯახური მიმოწერა მახლობლებთან, ჩანაწერები უბის წიგნაკიდან, სპექტაკლის რეპეტიციები და დღიურები, სხდომებისა და კრებების ოქმები, სტენოგრამები, სარეჟისორო ეგზემპლარები, მოგონებები, დოკუმენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს სსრ თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში, რუსთაველის თეატრის მუზეუმში.