მრავალდარგოვანი ძველი ქართული მწერლობის ჟანრთა შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია ე. წ. პატრისტიკულ ნოველებს, რომლებმაც ჩვენამდე ადრინდელი ხანის (IX-X სს) თარგმანებით მოაღწიეს. ამ გამოცემაში ასეთი ნოველების ერთ-ერთი ადრინდელი კრებული პირველად ქვეყნდება. ნოველებს ახლავს პარალელები სხვა ქართული კრებულებიდან. ამასთან ერთად გამოცემას ერთვის გამოკვლევა და ლექსიკონი.