,,„ბაკხი ქალები" და „იფიგენია ავლისში“ უკანასკნელი ტრაგედიებია, მაკედონიაში რომ დაუწერია დიდ ბერძენ დრამატურგს. ორივე ეს ტრაგედია მესამესთან ერთად („ალკმეონი კორინთოში“ არ შემონახულა) დრამატურგის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 406 წ. დადგა ათენში მისმა შვილმა, სახელად აგრეთვე ევრიპიდემ. მათ ავტორს პირველი ჯილდო მიენიჭა. ეს იყო მხოლოდ მეხუთე გამარჯვება ევრიპიდეს ოცდათხუთმეტწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე".