წინამდებარე ხელნაწერი წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს ძველი ქართული ენის, მისი ლექსიკის, კერძოდ უძველესი ქართული სოციალურ-ეკონომიკური ტერმინოლოგიის შესასწავლად. იგი მნიშვნელოვანი წყაროა, ამასთანავე, მეზობელ ხალხებთან კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის მთელი რიგი საკითხების კვლევა-ძიებისათვის. წინამდებარე პუბლიკაცია შეიცავს ხელნაწერის ერთი, საწყისი ნაკვეთის მეცნიერულად გამართულ ტექსტს გამოკვლევითურთ.