ხუან ვალერას ფსიქოლოგიური რომანი „პეპიტა ხიმენესი" ესპანური რეალისტური პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავი ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი. ამ თითქოსდა უბრალო ამბის მიღმა ყურადღებას იპყრობს საოცარი სიღრმისეული ოსტატობით გადმოცემული ადამიანური განცდები, მათი ზუსტი ანალიზი, ადამიანის სულის სიფაქიზე. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღვთის მსახურებაზე, მღვდლობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად აღმოჩნდა დილემის წინაშე.