ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

პოლკოვნიკის მიმწუხრი

მთარგმნელითეა შურღაია
გამოცემის წელი2016
გამომცემლობადიოგენე

ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი. მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.