წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო წერილების კრებულს, მიძღვნილს გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი. მასში მოთავსებული წერილები ახლებურად განიხილავენ საქართველოს ძველი, შუასაუკუნეებისა და ახალი ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიის, აგრეთვე ქართულ-კავკასიური ენათმეცნიერების ნუმიზმატიკისა და ეპიგრაფიკის მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს კრებულში იბეჭდება აგრეთვე წყაროთმცოდნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, ასევე წერილები, რომლებიც აშუქებენ აკად. ივ. ჯავახიშვილის შემოქმედების ზოგიერთ მხარეს.