,,ამ წიგნის დაწერით ავტორმა დიდი სამსახური გაუწია საქართველოს, მაგრამ დაპყრობის წინ და შემდგომ, საქართველოსადმი ბოლშევიკების დამოკიდებულებისა და მოქმედების დაწვრილებითი აღწერით, მიმაჩნია, რომ ავტორმა კიდევ უფრო დიდი სამსახური გაუწია საერთოდ მთელ მსოფლიოს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია არ განიმსჭვალო იმ აზრით, რომ ბოლშევიზმი არის სიმართლის ყოველნაირი იდეის, პატიოსნების, ზნეობრივი ქცევის და ჰუმანურობის უარყოფა" – ჟ. ბ. სტოკი.