პოლიტიკა და ეროვნული ინტერესები – პოლიტიკის იმიტირებული სამსჯავროს მასალები. ,,ამ პროექტში სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები (ასევე უფროსკლასელები) სწავლობენ და იკვლევენ თუ რამდენად შეესაბამებოდა ცნობილი პოლიტიკური პირების (პოლიტიკური პარტიების) მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შედეგების განსჯა კი ხდება იმიტირებულ სამსჯავროზე. იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოყენებულია, მხოლოდ და მხოლოდ როგორც სტუდენტების მიერ შეძენილი მრავალმხრივი ცოდნისა და უნარების საინტერესოდ და სრულყოფილად გადმოცემის თვალსაჩინო და ეფექტური საშუალება, ასევე, საგამოცდო კოლეგიისათვის ამ გამოვლენილი ცოდნის უკეთ აღქმის და შეფასების საშუალება".