ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჰისტოლოგია

გამოცემის წელი2009
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა

სახელმძღვანელო უჯრედის სტრუქტურულ-ფუნქციური დახასიათებით და მასში მიმდინარე პროცესების მოლეკულური საფუძვლების განხილვით იწყება. მკითხველისთვის მაქსიმალურად გასაგები სახით არის წარმოდგენილი ადამიანის ემბრიონული განვითარების ძირითადი ეტაპები.ქსოვილებში უჯრედების ინტეგრაციის თავისებურებებში უკეთ გარკვევის მიზნით, სახელმძღვანელოში დეტალურად არის განხილული უჯრედშორისი ურთიერთობების სახეები (უჯრედ-უჯრედული და უჯრედ მატრიქსული) და მონაწილე სტრუქტურები (ადჰეზიური მოლეკულები, უჯრედშორისი კავშირები, რეცეპტორ-ლიგანდის ურთიერთობა და ა.შ.). მომდევნო თავებში 4 ძირითადი ქსოვილის სტრუქტურულ-ფუნქციური დახასიათება და ორგანოებში მათი ინტეგრაციის თავისებურებანია წარმოდგენილი. შემდგომში სახელმძღვანელოში ორგანოთა სისტემების მიხედვით ორგანოთა უჯრედული და ქსოვილოვანი შენება და ორგანიზაციის პრინციპებია განხილული. ამასთან ერთად, თითოეულ თავში მოწოდებულია მოკლე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების განვითარების შესახებ.